რა ცვლილებებს აანონსებს ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივ მაუწყებელში?

“ტელევიზიაში არის ძალიან დიდი პოტენციალი და მე ვაპირებ, მთლიანად დავეყრდნო ამ ტელევიზიას, მაგრამ ცვლილებები გამორიცხული არ არის“, – ამის შესახებ გაზეთ „პრაიმტაიმს“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალარჩეულმა გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ განუცხადა.
მაღლაფერიძის თქმით, ცვლილებები იმისთვის არის საჭირო, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდეს.
„ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ცვლილებები თვითმიზანი არ არის. შემუშავდება განვითარების გეგმა, უნდა დავინახო, რისკენ მივდივართ, რა ტემპებით და საკადრო ცვლილებები შემდეგ უნდა განხორციელდეს. მე არ მაქვს მიზანი, რომ გინდა თუ არა, საკადრო ცვლილებები უნდა დავიწყო. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რას ემსახურება ნებისმიერი აქტივობა და ეს ყველაფერი ღია და საჯარო უნდა იყოს. ცვლილებებზე ჯერჯერობით საუბარი არ არის. ჩვენ უნდა ვნახოთ, როგორია არსებული ვითარება და რისთვის გვჭირდება. ცვლილებები არის საჭირო იმისთვის, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდეს, ამიტომ ჯერ უნდა დავინახოთ, რა გვაქვს. ამ პროცესებს, მინიმუმ, ერთი თვე დასჭირდება“, – განაცხადა გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები