კიევზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა

რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული მასშტაბური სარაკეტო და დრონებით თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში და კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციაში აცხადებენ.

ოფიციალური მონაცემებით, დაშავებულია 56 ადამიანი, მათ შორის შვიდი ბავშვი. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დაზიანებულ საცხოვრებელ კორპუსებთან კვლავ გრძელდება.

რუსული თავდასხმის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსების საძიებო-სამაშველო ოპერაციები პოდოლსკისა და დარნიცკის რაიონების ორ ადგილას მიმდინარეობს.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, შეტევის დროს გამოყენებული იყო 68 რაკეტა და 351 დრონი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები