ძლიერმა წვიმამ თბილისში პრობლემები შექმნა

თბილისში მოსულმა ძლიერმა წვიმამ გადაადგილების პრობლემები შექმნა.

უხვი ნალექის გამო, დედაქალაქში ქუჩები დაიტბორა.

გარდა ამისა, ​აღმაშენებლის ხეივანზე, ძლიერი ქარის შედეგად, ხე წაიქცა, რამაც საავტომობილო გზა ჩაკეტა.

უამინდობის გამო, თბილისი-ჟენევას რეისი დროულად ვერ შესრულდა. მგზავრები ფრენას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ერთი საათის განმავლობაში ელოდებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები