გურამ ოდიშარიას რომანი „პრეზიდენტის კატა“ აზერბაიჯანულ ენაზე გამოიცა

გურამ ოდიშარიას რომანი „პრეზიდენტის კატა“ აზერბაიჯანულ ენაზე გამოიცა.%e1%83%9d%e1%83%93%e1%83%98%e1%83%a8%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90
„აზერბაიჯანი. ბაქო. გამომცემლობა „Bilik”. აზერბაიჯანულ ენაზე გამოიცა გურამ ოდიშარიას რომანი „პრეზიდენტის კატა“. დიდი მადლობა ჩემს მეგობარს, შესანიშნავ პროზაიკოსსა და მთარგმნელს ეიიუბ გიას აბასოვს“, – წერს გურამ ოდიშარია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
რომანში „პრეზიდენტის კატა“ აღწერილია საბჭოთა დროის აფხაზეთი, მისი გმირი მიხეილ თემუროვიჩ ბღაჟბა, ხრუშჩოვის მმართველობის დროს მოღვაწეობდა და მის საქმიანობასაც ნაწილობრივ იმ პერიოდის სულისკვეთება განსაზღვრავდა. რომანს შიგადაშიგ დაჰკრავს არაერთი სახალისო სიუჟეტები.
ცნობსათვის: გურამ ოდიშარიას მეორე ნაწარმოები „სოხუმში მოსალოდნელია წვიმა“ უკრაინაში საუკეთესოდ დასახელდა. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელსეწყობით უკრაინულ ენაზე გამოცემული გურამ ოდიშარიას წიგნი 2015 წლის 10 საუკეთესო უკრაინულ თარგმანს შორის მოხვდა. წიგნი უკრაინულად რაულ ჩილაჩავამ თარგმნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები