ჯონ მაკკეინი: თუ ერთად არ ვიდგებით, ვლადიმერ პუტინის აგრესია გაგრძელდება

უნდა გვესმოდეს, რომ თუ ერთად არ ვიდგებით, ვლადიმერ პუტინის აგრესია გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა, ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
ჯონ მაკკეინი სოფელ ხურვალეთს ესტუმრა, მოსახლეობას ახალი წელი პირადად მიულოცა და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.
„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი და ადმინისტრაცია გააგრძელებენ ქართველი ხალხის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მხარდაჭერას. კონგრესისა და სენატის პოზიცია არ შეიცვლება. კვლავ ვიმუშავებთ, რომ გაგრძელდეს საქართველოსადმი მხარდაჭერა, გაგრძელდეს ქართული ჯარის წვრთნები. ჩემი გზავნილია ის, რომ ჩვენ მადლიერები ვართ ქართველი ხალხის, მათი მხარდაჭერისა და მეგობრობისთვის. მადლიერები ვართ ქართველი სამხედროების ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობისთვის. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს ურთიერთობა, ჩვენი თანამშრომლობა, რადგან უნდა გვესმოდეს, რომ თუ ერთად არ ვიდგებით ვლადიმერ პუტინის აგრესია გაგრძელდება“, – განაცხადა ჯონ მაკკეინმა.
ჯონ მაკკეინი და ამერიკელი სენატორების ორპარტიული დელეგაცია თბილისში დღეს ჩამოვიდა.
ამერიკელმა სენატორმა შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან უკვე გამართა.
ამერიკელი სტუმრები ხვალ საქართველოს პრეზიდენტსაც შეხვდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები