“პუტინის გეგმები „გავლენის სფეროების“ შენარჩუნების შესახებ, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ინტერესებს ეწინააღმდეგება”

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი კოორდინატორი დსთ-ს ქვეყნების საკითხებში, ნიუ იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი სტივენ სესტანოვიჩი „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, საბჭოთა კავშირის დაშლიდან 25 წლის შემდეგ, პოსტსაბჭოთა სივრცეში შექმნილ სიტუაციას აფასებს.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გეგმები „გავლენის სფეროების“ შენარჩუნების შესახებ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ინტერესებს ეწინააღმდეგება.
„მე არა მგონია, რომ პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენის შესაძლებლობის სჯეროდეს. თუმცა მას გარკვეული „გავლენის სფეროების“ შენარჩუნება სურს – ერთგვარი ეკონომიკური სივრცის, რომელშიც რუსეთი მთავარ როლში იქნება. პრობლემა კი იმაშია, რომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს რეალური დამოუკიდებლობა სურთ. ამასთანავე რუსეთთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნებაც უნდათ. ასე, მაგალითად, ცენტრალური აზიის ქვეყნები ახლო აღმოსავლეთის და აზიის ქვეყნებისკენ იხედებიან, ხოლო ევროპული ნაწილის რესპუბლიკები ევროკავშირს შესცქერიან იმედის თვალით. ასე, რომ პუტინის ასეთი პოლიტიკა კი არ წყვეტს, არამედ ქმნის პრობლემებს და კონფლიქტების მუდმივი წყარო იქნება.“ – მიაჩნია სტივენ სესტანოვიჩს.
ამერიკელი პროფესორი და პოლიტოლოგი სესტანოვიჩი ასევე აცხადებს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთში ბევრს არ სჯეროდა, რომ ყოფილი რესპუბლიკები დამოუკიდებლად ცხოვრებას შეძლებენ, თუმცა რეალურად სწორედ ასე მოხდა. ამასთანავე, საბჭოთა კავშირის დაშლიდან 25 წლის შემდეგ თავად რუსეთში კვლავ საბჭოთა პერიოდის სტრუქტურებია შენარჩუნებული. მისი თქმით, ეს, პირველ რიგში, შეიარაღებულ ძალებს, უშიშროების სტრუქტურებს და სახელისუფლო ორგანოებს ეხება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები