შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო (ვიდეო)

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1988 წელს დაბადებული ნ. ა. თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, ნ. ა.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანისა და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, „კალაშნიკოვი“-ს კონსტრუქციის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 არარეგისტრირებული სანადირო თოფი, „ТК“ მოდელის არარეგისტრირებული პისტოლეტი, „ИЖ-78-7,6“-ის მოდელის პისტოლეტი, „СПШ“-ის მოდელის სასიგნალო პისტოლეტი, 8 მჭიდი, 285 საბრძოლო და 1 კუსტარულად დამზადებული ვაზნა ამოიღეს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები