პუტინი იმ ქალის საქმით დაინტერესდა, რომელიც 2008 წლის ომამდე ქართველისთვის გაგზავნილი სმს-ის გამო დააკავეს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ის იმ ქალის სისხლის სამართლის საქმით დაინტერესდება, რომელმაც 2008 წლის ომამდე ქართველისთვის გაგზავნილი სმს-ის გამო დააკავეს. ამის შესახებ პუტინმა 2016 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„რაც ეხება სასამართლო გადაწყვეტილებას, ჩემთვის რთულია ამაზე კომენტარის გაკეთება, ვინაიდან სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია. მაგრამ, ჩემი აზრით, საქმე გვაქვს ძალიან მკაცრ მიდგომასთან. როგორც ვიცი, მან მოკლე ტექსტური შეტყობინება გააგზავნა, როდესაც ის დაინახა, რაც ყველამ დაინახა. შესაბამისად, ეს არ წარმოადგენდა რამე საიდუმლოებას. შევეცდები გავერკვე ამ საქმის დეტალებში“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
ვლადიმერ პუტინი იმ ქალის საქმეს გამოეხმაურა, რომელსაც სახელმწიფო ღალატის ბრალდებით, შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რუსეთის მოქალაქის ოქსანა სევასტიდის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის მიზეზი 2008 წელს, მის მიერ ქართველი მეგობრისათვის გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებები გახდა. აგვისტოს ომამდე ცოტა ხნით ადრე, ოქსანა სევასტიდიმ ქართველ მეგობარს მისწერა, რომ სოჭში სამხედრო ტექნიკით დატვირთული ეშელონი დაინახა, რომელიც აფხაზეთისკენ მიემართებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები