„სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი“ ხვალ 2016 წლის შემაჯამებელ ღონისძიებას გამართავს
„სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი“ ხვალ 13:00 საათზე 2016 წლის შემაჯამებელ და პროექტის „გახდი სასამართლოს მეგობარი“ შუალედურ ღონისძიებას გამართავს.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება 2016 წლის განმავლობაში ორგანიზაციის მიერ განხორციელებული სხვადასხვა აქტივობების შესახებ ინფორმაცია.
ხოლო პროექტის „გახდი სასამართლოს მეგობარი“ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ და დასახელდება ჟიურის მიერ გამოვლენილი ორი გამარჯვებული, რომლებიც 2017 წლის იანვრიდან-ივნისის ჩათვლით თბილისის საქალაქო სასამართლოს, სისხლის სამართლის კოლეგიაში მიმდინარე საქმეებზე მოამზადებენ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებებს. ღონისძიების ფარგლებში სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი წარმოადგენს სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტის შესახებ კვლევის ანგარიშს.