გახდებიან თუ არა უსუფაშვილი და ხმალაძე საკონსტიტუციო კომისიის წევრები, დღეს გახდება ცნობილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო კომისიის წევრებს დღეს დაასახელებს.
„ქრონიკის“ ინფორმაციით კი, კობახიძე კომისიის წევრობას პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს შესთავაზებს. ასევე, შესაძლოა, კონსტიტუციონალისტის სტატუსით კომისიაში იყოს ყოფილი რესპუბლიკელი და პარლამენტის ყოფილი წევრი ვახტანგ ხმალაძეც.
გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, კომისიის შემადგენლობაში იქნებიან არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსა“ და „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“-ის წარმომადგენლები.
რაც შეეხება დანარჩ კონსტიტუციონალისტებს, კომისიაში შესაძლოა ვიხილოთ ავთანდილ დემეტრაშვილი, ჯონი ხეცურიანი და ვახუშტი მენაბდე.
ამ წუთებში საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ირაკლი კობახიძის კაბინეტში იკრიბებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები