ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გურჯაანში ქალბატონები მოიწამლნენ

დღეს გამთენიისას, გურჯაანში, სანაპიროს ქუჩაზე სამი ქალბატონი ბუნებრივი აირის გაჟონვით მოიწამლა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მისვლა გახდა საჭირო.
როგორც „კვირას“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, ქალბატონები საჭიროებდნენ ჰოსპიტალიზაციას. „შემოვიდა შეტყობინება და ავედით შემთხვევის ადგილზე, დაგვხვდა “CO”-თი მოწამლული სამი ქალბატონი, რომელთა მდგომარეობაც საჭიროებდა ჰოსპიტალიზაციას და გადავიყვანეთ გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში,“ – განაცხადეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრეს-სამსახურში.
ამჟამად მოწამლული 45,47 და 66 წლის ქალბატონები მკურნალობას გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში გადიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები