დავით დარჩიაშვილი: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ამთავრებს არსებობას
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ამთავრებს არსებობას, – ამის შესახებ პარტიის წევრი დავით დარჩიაშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს.
დარჩიაშვილი აღნიშნული სტტაუსით თავისი კოლეგის, გივი თარგამაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარტიის პოლიტსაბჭო დაშალა.
”ტარას ბულბა გახსოვთ? я тебя породил, я тебя и убью. დამაინტრიგებლად იკვეთება უკრაინული ლიტერატურული სახე და ენმ-ში მიმდინარე პროცესები. ენმ ამთავრებს არსებობას. ნუ, იმ ფორმით და შემადგენლობით, რითაც ქვეყნის მოდერნიზაციის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ მცდელობასთან ასოცირდებოდა. დრამაა, მაგრამ ტრაგედია არა. ისტორია კი გაგრძელდება (საქართველოს მოდერნიზაციას ვგულისხმობ), – წერს დავით დარჩიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ თარგამაძე პარტიის სამდივნოს გუშინდელ სხდომაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ პოლიტსაბჭოს კიდევ ერთი შეკრების ჩატარების საკითხი დააყენეს, რაზეც უარი მიიღეს.