ზვიად ძიძიგური: სემეკიც და ხელისუფლებაც – ყველა ფიქრობს, რომ არ დამძიმდეს ვითარება

თბოელექტროსადგურების ენერგიის წილი მთლიან ხვედრით წილში არის ძალიან მცირე, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზიად ძიძიგურმა განაცხადა.
შესაბამისად ძიძიგური მიიჩნევს, რომ ეს ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირების საფუძველს არ შექმნის.
„სემეკიც და ხელისუფლებაც – ყველა ფიქრობს, რომ არ დამძიმდეს ვითარება და არ ვფიქრობ, რომ რაიმე ტიპის საშინელება გველოდება წინ. არის საუბარი იმაზე, რომ თბოელექტროსადგურების ენერგოტარიფი გაძვირდეს, მაგრამ თბოელექტროსადგურების ენერგიის წილი მთლიან ხვედრით წილში არის ძალიან მცირე, ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება საფუძვლად გადაიქცეს ელექტროენერგიის ტარიფის გასაძვირებლად“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ თბოელექტროსადგურებისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები გაზარდა, თუმცა, სემეკის განმარტებით, ეს ავტომატურად არ ნიშნავს საბოლოო სამომხმარებლო ტარიფის დადგენას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები