გიორგი კვირიკაშვილი პოლონეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პოლონეთის რესპუბლიკის ელჩ მარიუშ მაშკიევიჩს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობების საკითხები განიხილეს და თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმულ ნაბიჯებს და ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის ამოქმედების მნიშვნელობაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა პოლონეთის რესპუბლიკის მხარდაჭერის როლს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში და აღნიშნა, რომ პოლონეთს ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება გააჩნია. მარიუშ მაშკიევიჩმა დაადასტურა პოლონეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და იმედი გამოთქვა, რომ მისი საქმიანობა ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები