გუგული მაღრაძე: ნუ ვიქნებით „ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდების“ მდგომარეობაში

დეპუტატმა გუგული მაღრაძემ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლელა ქებურიას კრიტიკას უპასუხა. ქებურიას კითხვა ხარჯების შემცირებას უკავშირდებოდა. გუგული მაღრაძემ აქცენტი ზუგდიდის მუზეუმის დაფინანსებაზეც გააკეთა.
მაღრაძემ კოლეგებს შეახსენა, რომ ხარჯების შემცირების მოწოდება, ოპოზიციიდან მოდიოდა.
”ნუ ვიქნებით „ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდების“ მდგომარეობაში. საჭიროა გარკვეული ხარჯების შემცირება. მე თავად განათლების კომიტეტის წარმომადგენელი ვარ. ალბათ არ უნდა მივესალმო ამას, მაგრამ მეორე მხრივ, ძალიან კარგად უნდა აწონ-დაწონვა. ცოტა იმასაც მივაქციოთ ყურადღება, რომ თეატრებმა, მუზეუმებმა მეტი უნდა იზრუნონ და იშრომონ იმისთვის, რომ საკუთარი შემოსავლებიც ჰქონდეთ. ამისთვის არსებობს რესურსი, ამის კარგი პრაქტიკაა დასავლეთში. აბა სხვანაირად ამ ბიუჯეტს რა ვუყოთ? შემოსავალი და გასავალია ბიუჯეტი”, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.
ლელა ქებურიას ინფორმაციით, ზუგდიდის მუზეუმს უმცირდება ბიუჯეტი და თანამშრომლები შიშობენ, რომ შემცირებები შეეხებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები