გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის თავდაცვის მინისტრს, ვიგენ სარგსიანს შეხვდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობას, რაც სტაბილური განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა. ყურადღება დაეთმო 2017 წლის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომელსაც საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის მინისტრებმა ხელი დღეს მოაწერეს. დოკუმენტის მიხედვით, ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებები მომავალ წელს თავდაცვის სტრატეგიული დაგეგმვის, სამხედრო განათლების, მედიცინისა და სამხედრო პოლიციის კუთხით გამოცდილების გაზიარების მიმართულებით ითანამშრომლებენ.
შეხვედრას დაესწრნენ სომხეთის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ტონოიანი, სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ენრიკო აპრიამოვი, სომხეთის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კარენ პარუნაკიანი, სომხეთის სამხედრო ატაშე სამველ რამაზიანი, ხოლო საქართველოს მხრიდან – თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები