“ჩვენი სპეცსამსახურების დასუსტება და მათი საქმიანობის კიდევ უფრო შეზღუდვა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, ნამდვილად არ წაადგება” (ვიდეო)

“ჩვენი სპეცსამსახურების დასუსტება და მათი საქმიანობის კიდევ უფრო შეზღუდვა საქართველოს და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, ჩვენი მოქალაქეებისა და ევროპის უსაფრთხოებას ნამდვილად არ წაადგება“, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის საკონსტიტუციო სარჩელს, რომლის მიხედვითაც კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ კანონის მთელი რიგი მუხლების გაუქმებას მოითხოვენ. თალაკვაძის განცხადებით, მით უმეტეს ისეთ ვითარებაში, როდესაც რეგიონში და მსოფლიოში ტერორიზმის რისკები გაზრდილია.
„ასეთ ვითარებაში, როდესაც რეგიონში და მსოფლიოში ტერორიზმის რისკები გაზრდილია და ბოლო დღეებში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი თავდასხმების და ტერორისტული აქტების მომსწრენი ვართ, ჩვენი სპეცსამსახურების დასუსტება და მათი საქმიანობის კიდევ უფრო შეზღუდვა საქართველოს და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, ჩვენი მოქალაქეებისა და ევროპის უსაფრთხოებას ნამდვილად არ წაადგება. მინდა ვთხოვო ყველა დაინტერესებულ მხარეს, მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებს და ერთი ხელის მოსმით ნუ დავუპირისპირდებით ისეთ რეგულაციებს, რომელმაც ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ოჯახები უნდა დაიცვას“,-განაცხადა თალაკვაძემ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები