ირაკლი ღარიბაშვილი „BLACKSTONE“-ის აღმასრულებელ დირექტორსა და თანადამფუძნებელს, სტივენ შვარცმანს შეხვდა.

„BLACKSTONE“ ინვესტირებისა და კონსულტაციების სფეროში მსოფლიოში წამყვანი კომპანიაა. მისი სათავო ოფისი განლაგებულია ნიუ-იორკში. კომპანია 1985 წელს სტივენ შვარცმანისა და პიტერ პიტერსონის მიერ არის დაარსებული. საინვესტიციო მექანიზმების მეშვეობით კომპანიის მენეჯმენტის ქვეშ 248 მილიარდი აშშ დოლარის  აქტივებია ოქცეული.
„BLACKSTONE“  საქართველოში არსებული ბიზნესგარემოთი დაინტერესდა. ქართულმა მხარემ მას ინვესტორებისთვის შექმნილი პირობები გააცნო. საუბარი ასევე შეეხო თანაინვესტირების ფონდს, რომელიც 2013 სექტემბერში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივითა და საერთაშორისო და ადგილობრივი ინვესტორების მხარდაჭერით დაარსდა. ფონდის ბიუჯეტი 6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რომლის მიზანიცაა საქართველოში ინვესტიციების განხორციელება და ქვეყნის კაპიტალის ბაზრის განვითარება.
ფონდის შეზღუდული პარტნიორების სია მოიცავს ისეთ წამყვან საერთაშორისო ინსტიტუტებსა და ინვესტორებს, როგორიცაა:  Abu Dhabi Group, RAK Investment Authority, Calik Holdings A.S, Milestone International Holdings Group Limited, State Oil Fund of the Republic of Azerbaijan და სხვა. 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები