დავით ზურაბიშვილი: თანამშრომლების უმართებულოდ გაშვება გახდა ჩვეულებრივი პრაქტიკა

თედო კობახიძე პირველად არ ეხვევა მსგავს სკანდალში, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „რესპუბლიკელმა“ დავით ზურაბიშვილმა განაცხადა. დავით ზურაბიშვილი საკრებულოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ირგვლივ ატეხილ ხმაურს ეხმაურება.
ზურაბიშვილი თვლის, რომ კობახიძის საქმე გამოსაძიებელია, დავით ზურაბიშვილის ინფორმაციით, თანამშრომლები აუდიოჩანაწერებზეც საუბრობენ.
„სანამ გამოძიება იქნება, სასურველია თედო კობახიძეს შეუწყდეს უფლებამოსილება, ეს ადამიანი პირველად არ ეხვევა მსგავს სკანდალში. მხოლოდ გამოძიება დაადგენს, კობახიძე უწყობს ვიღაცას პროვოკაციას თუ მას უწყობენ. თანამშრომლები აცხადებენ, რომ მათ აქვთ ჩანაწერები თუ როგორ აიძულებენ სამსახურიდან წასვლას,“-განაცხადა დავით ზურაბიშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები