საქართველოს დელეგაცია დავოსში არაბული კომპანიის „JUMEIRAH GROUP“-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს დელეგაციამ დავოსში ცნობილი არაბული კომპანიის „JUMEIRAH GROUP“-ის აღმასრულებელ დირექტორს ჯერალდ ლოულესს საქართველოში არსებული ბიზნესკლიმატი და საინვესტიციო გარემო გააცნო.
„JUMEIRAH GROUP“-ი დუბაიში დაფუძნებულ მაღალი კლასის საერთაშორისო სასტუმროების ქსელის კომპანიას და „DUBAI HOLDING“-ის ნაწილს წარმოადგენს. იგი მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ მაღალი კლასის, ინოვაციურ კომპანიად ითვლება და საერთაშორისო მოგზაურობისა და ტურიზმის სფეროში მიღებული აქვს მრავალრიცხოვანი ჯილდოები.
კომპანია 1997 წელს იმ მიზნით დაარსდა, რომ გამხდარიყო სასტუმროთა ინდუსტრიის ლიდერი მსოფლიო კლასის ძვირად ღირებული სასტუმროებისა და კურორტების კომპლექსის შექმნის გზით. 2004 წელს, „JUMEIRAH GROUP“ გახდა „DUBAI HOLDING“-ის დუბაის ბიზნესისა და პროექტების წამყვანი კომპანიის წევრი და, შესაბამისად,  ჯგუფის ზრდისა და განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები