ბესო მიქავა: ერთი და იგივე საქმეზე ორი ადამიანი ისჯება

ბესო მიქავა მოსამართლე თეა ხახმაძეს უკანონო გადაწყვეტილების გამოტანაში ადანაშაულებს და მოითხოვს ყველა ის პირი დაისაჯოს, ვინც ამ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა. მიქავას თქმით, „ყასტრანსგაზმა“ მის წინააღმდეგ საქმე გაზის მიტაცების ბრალდებით რამდენიმე წლის წინ აღძრა. 2009 წლის 17 დეკემბერს მოსამართლეებმა ნინო ონიანმა და დიმიტრი გვრიტიშვილმა იგი დამნაშავედ ცნეს და 2500 ლარიც დააკისრეს, თუმცა როგორც მიქავა „კვირასთან“ ინტერვიუში აცხადებს, თეა ხახმაძე იმავე დანაშაულისთვის პასუხს დღეს უკვე მის ძმას, ვალერი მიქავას აგებინებს. სასამართლომ ამჯერად 1700 ლარი ვალერი მიქავას დააკისრა. ბესო მიქავა აცხადებს, რომ ერთი და იგივე საქმეზე ორი ადამიანი ისჯება. „ მე მაქვს 2009 წლის დადგენილება, რომელიც ჩემს ბრალეულობას ადასტურებს, თუმცა გაუგებარია, რომ იგივე დანაშაულისთვის ახლა ჩემს ძმას სჯიან“, – აღნიშნავს ბესო მიქავა. იგი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს და „ყასტრანგაზის“ წინააღმდეგ სარჩელის შეტანასაც გეგმავს. მიქავა ითხოვს, მის მიმართ უკანონო გადაწყვეტილებების მიმღები ყველა პირი დაისაჯოს. ბესო მიქავა გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა, სადაც მისი ძმის პროცესი მიმდინარეობდა. იგი მოსამართლე თეა ხახმაძეს სასამართლო პროცესზე მხარედ წარდგენას სთხოვდა, თუმცა მას ეს მოთხოვნა არ დაუკმაყოფილეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები