ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 6 თვით გაახანგრძლივა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 6 თვით გააგრძელა. ევროკავშირის განცხადებაში ამის მიზეზად ყირიმის ანექსია და უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში კონფლიქტის გაგრძელება სახელდება.
ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსეთის ეკონომიკის გარკვეული სექტორების წინააღმდეგ სანქციები 2017 წლის 31 ივლისამდე გაგრძელდება.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევროკავშირის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებას გეგმავს, გასულ კვირას მედიაში გავრცელდა, თუმცა ოფიციალურად ის ახლა დადასტურდა.
რუსი ჩონოვნიკების, ბიზნესმენების, პოლიტიკოსების და სამხედროების წინააღმდეგ პერსონალური სანქციები მიმდინარე წლის სექტემბერში გაგრძელდა. ეს სანქციები მომავალი წლის მარტამდე გაგრძელებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები