დიდი ბრიტანეთი, შესაძლოა, ევროკავშირის საბაჟო კავშირში დარჩეს

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ, შესაძლოა, საბაჟო კავშირში დარჩეს. ამის თაობაზე დიდი ბრიტანეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრმა ლიან ფოქსმა ბრიტანულ მედიას განუცხადა.
მინისტრმა განაცხადა, რომ Brexit-ის პროცესი იმაზე ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ფოქსმა განაცხადა, რომ პირადად ის ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მომხრეა.
რამდენიმე დღის წინ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ლონდონი ბრიუსელთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნების მომხრეა, ევროკავშირიდან გასვლის პროცესის მიუხედავად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები