ირაკლი ღარიბაშვილი „TATA“ – ჯგუფის ხელმძღვანელობას შეხვდა

  საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „TATA SONS LTD“ ხელმძღვანელობას შეხვდა. „TATA“- ჯგუფი მოიცავს 100-ზე მეტ ოპერატორ კომპანიებს ბიზნესის 7 სექტორში: კომუნიკაციები და საინფორმაციო ტექნოლოგიები, საინჟინრო საქმიანობა, მასალები, მომსახურება, ენერგეტიკა, სამომხმარებლო პროდუქცია და ქიმიკატები. ჯგუფი მოქმედებს 100-ზე მეტ ქვეყანაში 6 კონტინენტზე, მისი კომპანიები ახორციელებს საქონლისა და მომსახურების ექსპორტს 150 ქვეყანაში. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, „TATA“- ჯგუფმა საქართველოში ინვესტიციების განხორციელების სურვილი ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს გამოთქვა.
„TATA“- ჯგუფისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა სწორედ დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დროს მოხდა. დღეისათვის „TATA“ საქართველოში რამდენიმე პროექტს ახორციელებს, მათ შორისაა “აჭარისწყალი”. აჭარისწყალი წარმოადგენს სპეციალური დანიშნულების ერთეულს, რომელიც მდინარე აჭარისწყალისა და მისი შენაკადების ჰიდრორესურსების ათვისების მიზნით შეიქმნა. აჭარისწყლის პროექტი წარმოადგენს კასკადური ჰიდრორესურსების პროექტს, რომელიც მდებარეობს მდინარე აჭარისწყალზე და მის შენაკადებზე. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ოთხი 400 მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურის დამონტაჟება. ამჟამად, პირველი სქემის მიხევით – შუახევის ჰესი, რომელიც შედგება 10 მგვტ და 175 მგვტ სიმძლავრის ერთეულებისაგან, მზადდება იმისთვის, რომ მშენებლობა 2013 წლის ზაფხულში დაიწყოს. ინვესტორები გეგმავენ შუახევის პროექტის ამოქმედებას 2016 წლის გაზაფხულისათვის, ხოლო მეორე პროექტის – კორომხეთის ჰესის ამუშავებას, რომლის სიმძლავრეა 150 მგვტ, 2018 წლის გაზაფხულზე. აღნიშნულ პროექტზე „TATA“- ჯგუფს უკვე დახარჯული აქვს 33.4 მლნ დოლარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები