ფეისბუქით მცდარი ახალი ამბების გავრცელების წინააღმდეგ მკაცრი კანონის შემოღება იგეგმება

ევროპარლამენტის თავმჯდომარე მარტინ შულცი მცდარი ახალი ამბების გავრცელების წინააღმდეგ ევროპის მასშტაბით მკაცრი კანონის შემოღების ინიციატივით გამოდის.
შულცი მიიჩნევს, რომ კანონმდებლობა ისეთი სოციალური ქსელების წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული, როგორიც ფეისბუქია. მისი თქმით, მცდარი ახალია ამბების გავრცელება ადამიანის უფლებებს არღვევს.
პოლიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ მსგავს სოციალურ ქსელებს ჯარიმის სახით 500 ათასი ევრო უნდა დაუწესდეს იმ შემთხვევაში, თუ საიტზე საზიანო მასალის შემჩნევიდან ერთი დღის განმავლობაში მათზე შესაბამისი რეაგირება არ მოხდება.
ცნობისთვის, გერმანიის პარლამენტი აღნიშნულ კანონმდებლობაზე უკვე მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები