ბაშკირეთში ნასვამმა მამაკაცებმა ექიმები სცემეს და პოლიციას დაუპირისპირდნენ

რუსეთის ფედერაციაში, ბაშკირეთში ნასვამმა მამაკაცებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმები სცემეს. შემთხვევა ქალაქ ტუიმაზიში მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი შეუძლოდ გახდა და მისი მეგობრები, რომლებიც არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ, ექიმებს ქუჩაში ელოდნენ. მას შემდეგ, რაც ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა პაციენტს კლინიკური სიკვდილის დიაგნოზი დაუსვეს, ნასვამმა ახალგაზრდებმა ისინი სასტიკად სცემეს.
დაზარალებული ექიმები მრავლობითი დაზიანებებით ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით, ადგილზე პოლიცია მივიდა, თუმცა ეჭვმიტანილები არ დაემორჩილნენ და მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. რუსული მედიის ცნობით, საბოლოოდ სამართალდამცველებმა რამდენიმე ეჭვმიტანილი დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები