ვინ დატოვა შტატები ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ – კანადის საემიგრაციო სამსახურს 28 ამერიკელმა მიმართა

ამერიკის 28 მოქალაქემ კანადის ემიგრაციის სამსახურს მიმართა. ეს გადაწყვეტილება მათ დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ მიიღეს. ტელეკომპანია „ფოქს ნიუსი“ იუწყება, რომ არცერთი მათგანი საზოგადოებისთვის ცნობადი სახე არ არის.
თუმცა, საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჰოლივუდის არაერთმა ვარსკვლავმა და ცნობილმა სახემ განაცხადა, რომ თუკი ქვეყნის სათავეში რესპუბლიკელი ტრამპი მოვიდოდა, ისინი საცხოვრებლად კანადაში გადავიდოდნენ. მათ შორის იყვნენ: შერი, ვუპი გოლდბერგი, ბარბარა სტრეიზანდი, მაილი საირუსი და სხვები.
„ისინი აცხადებდნენ, რომ არ ხუმრობდნენ, აშშ-ს დატოვებას მართლაც აპირებდნენ, თუმცა ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ, მსგავსი სურვილი არავის გამოუხატავს, ეტყობა გაეცნენ ამინდის პროგნოზს და შეიტყვეს, რომ კანადაში ზამთარში ხანდახან -30 გრადუსი ყინვაა. ალბათ, გაიფიქრეს, ეგებ აგვისტოში წავიდეთო, ან ეგებ, ლოს-ანჟელესში უკეთესი იყოსო“, – იხუმრეს “ფოქს-ნიუსის“ ტელეწამყვანებმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები