30 დაღუპული სამხედრო – იემენის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა

მინიმუმ 30 ჯარისკაცი დაიღუპა იემენში. თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ადენში, სამხედრო ბაზის ტერიტორიის მიმდებარედ აიფეთქა. ეს ბაზა ქვეყნის სამხრეთით მდებარეობს. აფეთქება დილის საათებში მოხდა, როდესაც ჯარისკაცები ხელფასის რიგში იდგნენ.
უცხოური მედიის ცნობით, ტერორისტს სხეულზე „შაჰიდის ქამარი“ ეკეთა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ამ დროისთვის არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა ფაქტია, რომ ბოლო პერიოდში სამხედრო ბაზა ტერორისტების სამიზნედ უკვე არაერთხელ იქცა.
ერთი კვირის წინ, 10 დეკემბერს ზუსტად ანალოგიური ფაქტი მოხდა. სამხედრო მოსამსახურეები მაშინ ააფეთქეს, როდესაც ისინი ხელფასის რიგში იდგნენ. შემთხვევის შედეგად 50-მდე ჯარისკაცი გარდაიცვალა. ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ადენში რადიკალმა ისლამისტებმა სამხედრო ნაწილზე თავდასხმა 2016 წლის აგვისტოშიც განახორციელეს, რის შედეგადაც 60 ჯარისკაცი დაიღუპა. მიმდინარე წლის
სექტემბრის მონაცემებით, რომელიც გაერომ გამოაქვეყნა, იემენში 2015 წლის მარტიდან სამოქალაქო ომს 7070 ადამიანი ემსხვერპლა, 3 მილიონ მოქალაქეს კი საკუთარი სახლის მიტოვება მოუწია, დაპირისპირების შედეგად 36 818 დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები