ინდონეზიაში თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა – დაღუპულია 13 ადამიანი (ვიდეო)

ინდონეზიაში, პროვინცია პაპუაში სამხედრო-სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. „როიტერის“ ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 13 ადამიანი იმყოფებოდა, კატასტროფის შედეგად ყველა მათგანი დაიღუპა.
თვითმფრინავი ტინიკიდან ვამენში მიფრინავდა, რა დროსაც მთას შეეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, ავიაკატასტროფის მიზეზი უამინდობა გახდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, მაშველებმა ყველა დაღუპულის ცხედარი იპოვეს.
შეგახსენებთ, რომ ინდონეზიაში დეკემბრის დასაწყისში, კუნძულ რიაუსთან ავიაკატასტროფა პოლიცილების თვითმფრინავმაც განიცადა, ბორტზე მაშინაც 13 ადამიანი იმყოფებოდა.
15590096_10154255586514779_3705851694793750724_n 15622239_10154255586499779_5443685745822430236_n 15622307_10154255586504779_1740110093462881665_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები