გროზნოში სამართალდამცველებმა და „ბოევიკებმა“ ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს (ვიდეო)

წუხელ, ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში სამართალდამცველებმა და შეიარაღებული დაჯგუფების წევრებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს. ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის ინფორმაციით, ლიკვიდირებულია ოთხი პირი, რომლებიც პოლიციელებს თავს დაესხნენ.
დაჭრილია ორი ბოევიკი, ისინი სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რაც შეეხება სამართალდამცველებს, ყველა მათგანი უვნებელი გადარჩა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები