თურქეთში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით 7 პირია დაკავებული

თურქმა სამართალდამცველებმა თურქეთის ქალაქ კაისერში გუშინ მომხდარ ტერაქტთან კავშირის ბრალდებით 7 პირი დააკავეს.
ოფიციალური თურქეთი კაისერში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობას ქურთ მუშათა კავშირს აკისრებს.
17 დეკემბერს ცენტრალურ თურქეთში მდებარე ქალაქ კაისერში დანაღმული ავტომობილი იმ დროს აფეთქდა, როდესაც სამხედროები ბაზაზე ბრუნდებოდნენ. უნივერსიტეტის შენობასთან მომხდარი აფეთქების შედეგად, 13 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.
დეკემბრის განმავლობაში ეს უკვე მეორე ტერაქტია თურქეთში. 10 დეკემბერს სტამბოლში ორმა აფეთქებამ 40-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, 165 კი დაშავდა. აფეთქება მოხდა “ბეშიქთაშისა” და “ბურსასპორის” საფეხბურთო გუნდების მატჩის შემდეგ, სტადიონის მახლობლად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები