ჩინელებმა ამერიკული უპილოტო წყალქვეშა აპარატი შეიპყრეს

ჩინელმა სამხედროებმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ამერიკული წყალქვეშა უპილოტო აპარატი შეიპყრეს. ფაქტზე პენტაგონმა განცხადება გაავრცელა: „მოიპარეს ჩვენ თვალწინ და დაბრუნებას არ აპირებენ“. ამერიკული თავდაცვის უწყების ცნობით, საცურაო დრონები მათ კუნძულ ლუსონის მახლობლად გაუშვეს. ამის შემდეგ ჩინელებმა წყალში ნავები ჩაუშვეს, რომლებიც დრონებს მიუახლოვდნენ და ერთ-ერთი მათგანი შეიპყრეს. ამერიკელებმა ამას ვერაფერი დაუპირისპირეს. ვაშინგტონმა პეკინს ოფიციალური პროტესტი გამოუცხადა. ამერიკელები აცხადებენ, რომ ჩინელებმა მათი საკუთრება უკანონოდ დააკავეს. ინციდენტი სამხრეთ ჩინეთის ზღვის იმ ნაწილში მოხდა, რომელზეც პრეტენზია ერთდროულად 6 სახელმწიფოს აქვს. ისინი ამ რეგიონში სასარგებლო წიაღისეულს ეძებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები