ალეპოდან ევაკუაციის საკითხზე ახალი შეთანხმება შედგა

სირიის ქალაქ ალეპოდან მოსახლეობის ევაკუაციის თაობაზე ახალი შეთანხმება შედგა. ამის შესახებ გამოცემა “The Wall Street Journal”-ი იუწყება.

პარასკევს ევაკუაცია შიიტი „ბოევიკების“ გამო შეწყდა, რომლებმაც რამდენიმე ბლოკირებული სოფლიდან თანამემამულეთა ევაკუაცია მოითხოვეს. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარასკევს, ევაკუაციის დროს, ერთ-ერთ კოლონას ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიჭრა.

პარასკევს, ღამით, გაეროს უშიშროების საბჭოს დახურული შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მიღწეულია შეთანხმება ალეპოდან მოსახლეობის ევაკუაციის პროცესის გასაკონტროლებლად საერთაშორისო დამკვირვებლების გაგზავნის შესახებ.

გაეროს შეფასებით, ალეპოში ამჟამად ჰუმანიტარული კატასტროფაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები