პაპუა ახალი გვინეის სანაპიროსთან 8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძულოვანი სახელმწიფოს, პაპუა – ახალი გვინეის სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა. სეისმოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მისმა მაგნიტუდამ 8 შეადგინა. გამოცხადებულია ცუნამის საფრთხე.
მიწისძვრის ეპიცენტრი სანაპიროდან 157 კილომეტრში, 73 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
პაპუა – ახალი გვინეა  წყნარი ოკეანის „ცეცხლოვანი რკალის“ ზონაში მდებარეობს.  დედამიწის მიწისძვრების 90 პროცენტი სწორედ აქ ხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები