ყაზახეთში ერთი დღე სოციალური ქსელები იყო გათიშული

ყაზახეთში დღეს პარასკევს გათიშული სოციალური ქსელების მუშაობა აღდგა. ამის შესახებ ყაზახური მედია იუწყება.
როგორც ინტერნეტმომხმარებლები იუწყებიან, პარასკევს გართულებული ან შეუძლებელი იყო ფეისბუქში, ინსტაგრამში, „ვკონტაქტე“-ში, Google+-ში, ტვიტერში და YouTube-ში შესვლა.
პარასკევს ყაზახეთში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ასევე, ამ დღეს ხუთი წელი შეუსრულდა ქალაქ ჟანოეზენში ნავთობის მრეწველობის მუშაკთა საპროტესტო აქციებს, რომლებიც ხელისუფლებამ ჩაახშო. მაშინ 15 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები