ბირმინგემის ციხეში არეულობა დასრულდა

დიდი ბრიტანეთის ქალაქ ბირმინგენის პოლიციის ინფორმაციით, ციხეში, სადაც არეულობები მოხდა, სიტუაცია ამჟამად კონტროლს ექვემდებარება. „ბი ბი სის“ ცნობით, არეულობაში რამდენიმე ასეული პატიმარი მონაწილეობდა.
არეულობების შესაჩერებლად ციხეში სპეცრაზმი გააგზავნეს. პატიმრების დაწყნარება მხოლოდ 12 საათის შემდეგ გახდა შესაძლებელი.
არეულობის დროს ერთი პატიმარი დაშავდა და მას ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
როგორც „ბი ბი სის“ ციხის პატიმრებმა ტელეფონით აცნობეს, ისინი ცუდ კვებას და სამედიცინო მომსახურებას აპროტესტებდნენ. ასევე, ისინი იმით არიან უკმაყოფილონი, რომ ხშირად მთელი დღე საკნებში იმყოფებიან და მათ ციხის ეზოში არ უშვებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები