სამხრეთ კორეაში რუსეთის 24 მოქალაქე დააკავეს

სამხრეთ კორეის დედაქალაქის, სეულის აეროპორტში რუსეთის 24 მოქალაქე დააკავეს. ისინი მიგრაციული კანონმდებლობის დარღვევაში არიან ეჭვმიტანილი. ამის შესახებ “ბი ბი სი“ იუწყება.
დაკავებულთა შორის 16 ავიაკომპანია S7-ის რეისით ჩაფრინდა, ექვსი სეულში „ავრორას“ რეისით გაემგზავრა, ასევე, რუსეთის ერთი მოქალაქე სამხრეთ კორეაში ვიეტნამიდან ჩაფრინდა და ერთი – უზბეკეთიდან.
სამხრეთ კორეელი სამართალდამცველების ინფორმაციით, მიგრაციული კანონის დარღვევის გარდა, ამ პირებმა ქვეყანაში ჩასვლის მიზანიც არასწორად ახსნეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები