ტრამპი მოუწოდებს მომხრეებს, ინაუგურაციაზე მივიდნენ, რათა ის დასწრების მხრივ რეკორდული იყოს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოუწოდებს თავის მომხრეებს, ინაუგურაციაზე მივიდნენ, რათა ის დასწრების მხრივ რეკორდული იყოს.
„იმედი მაქვს, რომ ჩემი მომხრეები 20 იანვარს ვაშინგტონში გაემგზავრებიან და 20 იანვარს ინაუგურაციას დაესწრებიან. მოდით, დავამყაროთ ამ ტიპის ღონისძიებების აბსოლუტური რეკორდი“, – დაწერა ტრამპმა ტვიტერში.
პოლიციის ინფორმაციით, 2013 წელს ბარაკ ობამას ინაუგურაციას 600-დან 800 ათას ადამიანამდე დაესწრო.
დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტად 8 ნოემბერს აირჩიეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები