დავით ნარმანია: კომუნალურებისთვის თანხა აღარ ჩაერიცხება ყველას, როგორც ეს იყო ადრე, მათ შორის მე, მთავრობის წევრებს

თბილისის მერმის, დავით ნარმანიას განცხადებით, კომუნალურებისთვის თანხა აღარ ჩაერიცხება განურჩევლად ყველას, როგორც ეს იყო ადრე, მათ შორის მე, მთავრობის წევრებს, ბიზნესმენებს და ა.შ, – განცხადება დედაქალაქის მერმა საკრებულოში, ბიუჯეტის დაზუსტებული პროექტის წარდგენისას გააკეთა.
რაც ეხება ბიუჯეტის შესაბამის მუხლში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის თანხის შემცირებას, დედაქალაქის მერის განმარტებით, 2017 წელს, მოქალაქეებს ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით, ისეთივე დახმარებას გაუწევს თბილისის მერია, როგორც ეს მიმდინარე და წინა წელს იყო.
„თანხის კლება კი ძირითადად უკავშირდება კომუნალური სუბსიდირების წესში ცვლილებას, რომლის მიხედვითაც პროგრამით ისარგებლებენ ის ადამიანები, რომელთაც რეალურად სჭირდებათ დედაქალაქის მთავრობის დახმარება და თანხა კომუნალურებისთვის აღარ ჩაერიცხება განურჩევლად ყველას, როგორც ეს იყო ადრე, მათ შორის მე, მთავრობის წევრებს, ბიზნესმენებს და ა.შ.“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, უკლებლივ ყველა პროგრამა, რომელსაც ის თბილისელებს დაჰპირდა, დღეს წარმატებით მიმდინარეობს. მისი თქმით, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური დღეისათვის 31 პროგრამას უწევს ადმინისტრირებას.
„2015–2016 წლებში ჯანდაცვის მიმართულებით 6 ახალი პროგრამის განხორციელება დავიწყეთ, ხოლო სოციალური მიმართულებით – 4. გარდა ამისა, სოციალური პროგრამების უმეტესობამ დაფინანსების კუთხით ცვლილება განიცადა და რიგ შემთხვევაში დაფინანსების ოდენობა გაორმაგდა, რიგ შემთხვევაში კი, გაიზარდა, რაც, ასევე, ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები