სოციალურ ქსელში მაია რჩეულიშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა

„გათავისუფლდეს პატიმრობიდან მაია რჩეულიშვილი“, – დღეს ამ სახელწოდების პეტიცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.
„მოგმართავთ თხოვნით სანამ გვიან არ არის შეუცვალოთ მაია რჩეულიშვილს პატიმრობა გირაოთი, ვინაიდან ყველასათვის მოულოდნელად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო ორი კვირის მანძლზე კატასტროფულად დამძიმდა. აქვს კახექსია, აღმოაჩნდა გულის პათოლია და ფილტვზე სიმსივნე. შესაბამისად საჭიროებს ისეთ გადაუდებელ ქირურგიულ ჩარევას, რომლის განხორციელებაც ციხის პირობებში შეუძლებელია. ამასთან, მისი ციხეში ყოფნა არათუ აგვარებს არამედ კიდევ უფრო ართულებს დაზარალებულების პრობლემას და პატიმრობის მოსამართლის მიერ დასახელებული მიზანიც – მოწმეებზე ზემოქმედების საშიშროება – აღარ არსებობს. მაია რჩეულიშვილს არც არასდროს ჰქონია სურვილი და მისი ახლანდელი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არც შეუძლია ან ზემოქმედება მოახდინოს მოწმეებზე ან/და მიიმალოს”, – ნათქვამია პეტიციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები