ირაკლი ღარიბაშვილი „LAZARD“-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი კომპანია „LAZARD“-ის აღმასრულებელ დირექტორს მატიე პიგასის შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოში არსებული ბიზნესგარემო. მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის 2014 წლის „ბიზნესის წარმოების ანგარიშის“ თანახმად, საქართველო მე-8 ადგილზეა 189 ქვეყანას შორის „ბიზნესის წარმოების სიმარტივის“ კრიტერიუმის მიხედვით. “საქართველოს რეიტინგი ახლოს დგას ისეთი ქვეყნების მონაცემებთან, როგორიცაა, მაგალითად, აშშ, სინგაპური, დანია, ნორვეგია და დიდი ბრიტანეთი. საფუძვლიანი რეფორმების გატარების შედეგად, საქართველო ინვესტორებს სთავაზობს ლიბერალურ საგადასახადო სისტემას – დაბალი გადასახადების მხოლოდ ექვსი ფიქსირებული ტიპს. პრემიერ-მინისტრმა კომპანიის დირექტორს საქართველოსადმი გამოჩენილი ინტერესის გამო მადლობა გადაუხადა და მზადყოფნა გამოთქვა მხარი დაუჭიროს „LAZARD“-ის შესაძლო ინვესტიციებს საქართველოში“,-აღნიშნულია პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციაში. წამყვანი დამოუკიდებელი საფინანსო-საკონსულტაციო და აქტივების მართვის კომპანია „Lazard“-ი დაარსდა 1848 წელს, საქმიანობს 26 ქვეყნის 40 ქალაქში. მისი სათავო ოფისები კი მდებარეობს ნიუ-იორკში, პარიზსა და ლონდონში. კომპანიის შემოსავალმა 2012 წლის 1971 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.