“სასოფლო-სამეურნეო მიწა უცხოელებზე, მხოლოდ მსხვილი საინვესტიციო პროექტის არსებობის შემთხვევაში გასხვისდება”

„ქართულმა ოცნებამ“ სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებისთვის მიყიდვაზე მორატორიუმი გამოაცხადა.
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ უცხოელებზე მიწის გასხვისება მხოლოდ იმ შემთხვევაშია გამართლებული, თუკი მსხვილი საინვესტიციო პროექტი განხორციელდება.
„საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მიწის მცირე რესურსი აქვს და უცხოელებზე იმ შემთხვევაში უნდა გასხვისდეს, თუ სახეზე გვექნება მსხვილი საინვესტიციო პროექტი,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.
როგორც წულუკიანმა განმარტა, „ქართულმა ოცნებამ“ სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებისთვის მიყიდვაზე მორატორიუმი გამოაცხადა, ეს აკრძალვა კი გიორგი პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა.
„ამის შემდეგ აღმოვჩნდით რეალობაში, როგორი რეალობაც არის დღეს – უცხოელს აქვს შესაძლებლობა, ნებისმიერ პირობებში, მისთვის საინტერესო ნებისმიერი მიწის ნაკვეთი შეიძინოს. ჩვენ გვაქვს მცირე რესურსი, ამას 4 წელია ვამბობ და დღესაც ვიმეორებ. ამიტომ, თუკი ის გასხვისდება, უნდა გასხვისდეს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა მსხვილი საინვესტიციო პროექტი“,- აღნიშნა თეა წულუკიანმა.
წულუკიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პრემიერთან შეთანხმებით, წინა მოწვევის პარლამენტში იუსტიციის სამინისტროს მიერ გადაგზავნილია შესაბამისი კანონპროექტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები