გიორგი კაკაურიძე ეროვნულ ვალუტაზე: არ ვამტკიცებ, რომ ყველაფერი კარგად არის

“არ ვამტკიცებ, რომ ყველაფერი კარგად არის“ – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში ეროვნული ვალუტის გაუფასურების საკითხთან დაკავშირებით უმცირესობის წევრის დავით ბაქრაძის პასუხად განაცხადა.
მისი განმარტებით, დოლარი ყველა ქვეყნის ვალუტასთან არის მნიშვნელოვნად გამყარებელი.
„ვეყრდნობით მონაცემებს, რაც გვაქვს. სამი კვარტლის მონაცემებით, ნამდვილად გაიზარდა ტურიზმის შემოსავალი. რაც შეეხება გაუფასურებას, ჩვენ თუ შევხედავთ, დოლარი ყველა ქვეყნის ვალუტასთან არის მნიშვნელოვნად გამყარებელი. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დოლარს ჰქონდა 2012 წელს და ამ მაჩვენებელთან დოლარი ძალიან ახლოსაა მისული. გუშინდელი გადაწყვეტილება აშშ-ს ფედერალური ბანკის ერთ-ერთი წინაპირობა იყო იმ მოლოდინების შესაქმნელად, რომ გაიზრდებოდა განაკვეთი და დოლარის კურსში იყო ასახული არა მხოლოდ საქართველოში”, – განაცხადა კაკაურიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები