ცეცხლსასროლი იარაღის ტარებაზე კანონმდებლობის გამკაცრება იარაღის უკანონოდ შენახვა-ტარების გაზრდილმა სტატისტიკამ განაპირობა

მთავრობამ გაიზიარა ჩვენი პროექტი ამ საკითხთან დაკავშირებით. როგორც სტატისტიკამ აჩვენა, გაზრდილია მაჩვენებელი იარაღის უკანონოდ შენახვა-ტარების შესახებ -ამის შესახებ შსს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა განაცხადა.
შალვა ხუციშვილი აცხადებს, რომ დაკვირვების შედეგად აუცილებელი გახდა პრევენციული ღონისძიებების გატარება.
„ბოლო 5 წელს რომ დავაკვირდეთ, მარტო შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობას არ გვაძლევს ისეთ ეფექტს, რომელიც ჩვენ გვჭირდება, მართალია ძალიან მონდომებულები ვართ და კარგი შედეგი გვაქვს, მაგრამ გვჭირდება მეტი პრევენცია და სწორედ ამიტომ მივმართეთ პრევენციით”, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

ცვლილებები შედის ”სისხლის სამართლის კოდექსის” 236-ე მუხლში, რომლის მიხედვით, ერთმანეთისგან იმიჯნება სხვადასხვა კატეგორიის ცეცხლსასროლი იარაღი და მისი შესაბამისი საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა/შენახვა. წარმოდგენილი კანონპროექტით, სპორტული იარაღის და მისი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვისთვის დაწესებული სანქცია უცვლელად რჩება, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა – სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთის ვადით დაისჯება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები