ევროპარლამენტი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს, სავარაუდოდ, 2 თებერვალს განიხილავს

ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს 18 იანვრის ნაცვლად, სავარაუდოდ, 2 თებერვალს განიხილავენ.
1 თებერვლიდან 3 აპრილისთვის გადაიწია ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე უკრაინის ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვამ.
ევროპარლამენტმა დღეს საქართველოსთვის, უკრაინისა და კოსოვოსთვის ვიზალიბერალიზაციის „შეჩერების მექანიზმს“ მხარი დაუჭირა. დოკუმენტს მხარი 485–მა დეპუტატმა დაუჭირა, 132 წინააღმდეგი იყო და 29–მ თავი შეიკავა. „შეჩერების მექანიზმზე“ შეთანხმება ამ ქვეყნებისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების მთავარი შემაფერხებელი საკითხი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები