ფრანსუა პეჰშო: ნაბიჯები, რომელიც დოლარიზაციის შემცირების მიზნით გადაიდგმება, სავალუტო ფონდისთვის მისაღებია

საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლის, ფრანსუა პეჰშოს შეფასებით,ნაბიჯები, რომელიც დოლარიზაციის შემცირების მიზნით გადაიდგმება, სავალუტო ფონდისთვის მისაღებია.
პეჰშოს თქმით, გეგმა მსგავსია იმ ღონისძიებებისა, რაც სხვა ქვეყნებმა გაატარეს დოლარიზაციის შესამცირებლად. მისი თქმით, ამ მეთოდებმა დაამტკიცა, რომ ეფექტიანია პრობლემის გადასაჭრელად. სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი იმედოვნებს, რომ ამ გზით, დოლარიზაციის დონე საქართველოშიც შემცირდება, “თუმცა ამას დრო სჭირდება“, – განაცხადა ფრანსუა პეჰშომ.
მისვე განცხადებით, გასული ორი წლის განმავლობაში ლარის მერყეობას ბაზრიდან მომდინარე მაკროეკონომიკური ფაქტორები განაპირობებდა.
„ჩვენი რეკომენდაცია ეროვნული ბანკის მიმართ იყო მცურავი გაცვლითი კურსის უზრუნველყოფა ინფლაციის სამიზნე პარამეტრის დაცვით. ბაზარზე ინტერვენციები უნდა ხორციელდებოდეს მხოლოდ გადაჭარბებული რყევების თავიდან ასაცილებლად ან რეზერვების შესავსებად“, – განაცხადა ფრანსუა პეჰშომ „ბიზნესკონტაქტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები