“მაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, ექიმებმა ფილტვზე დამატებითი კვლევების ჩატარება გადაწყვიტეს”

სოციალურ ქსელში „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლის, მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე ინფორმაცია ვრცელდება.
მაია რჩეულიშვილი საპატიმროდან 2 დღის წინ საქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას, თუ რომელ კლინიკაში იტარებს გამოკვლევებს მაია რჩეულიშვილი, ოჯახი არ ასაჯაროებს. როგორც ვახტანგ რჩეულიშვილმა „კვირას“ განუცხადა, ექიმებს ეჭვი ფილტვის კვლევის დროს გაუჩნდათ.
„ერთხელ გადაიტანა ინფარქტი და გულის მდგომარეობა აქვს მძიმე. ახლა კი, კვლევის დროს, აღმოჩნდა, რომ ფილტვზე ცუდი მდგომარეობა აქვს, დაიკლო ძალიან წონაშიც, თითქმის 35 კილომდეა. ფილტვზე უნდა ჩაუტარონ დამატებითი გამოკვლევები, ყოველ წუთს ველოდებით დიაგნოზს. უმძიმესი მდგომარეობა აქვს“, -განაცხადა „კვირასთან“ მაია რჩეულიშვილის მეუღლემ, ვახტანგ რჩეულიშვილმა.
როგორც სასჯელაღსრულების სამინისტროში გუშინ განაცხადეს, მაია რჩეულიშვილი ჯერ-ჯერობით საქალაქო საავადმყოფოში რჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები