დავით მათიკაშვილი: საქართველოში რადიკალიზმი ვერ გაიმარჯვებს, ეს გამორიცხულია
,,საკუთარი ქვეყნის სიძულვილი, საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები არის ის ლაიტმოტივი, რა ხაზზეც დადის რადიკალური ოპოზიცია”,- ამის შესახებ, საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, რადიკალიზმი საქართველოში ვერ გაიმარჯვებს.
„საქართველოში რადიკალიზმი ვერ გაიმარჯვებს, ეს გამორიცხულია. ყველა მცდელობით გასცდნენ კონსტიტუციის ფარგლებს, გადაიყვანონ სიტუაცია კრიმინალურ, არალეგალურ რელსებზე, იქნება სახელმწიფოს მხრიდან მკაცრად პასუხგაცემული“, – აცხადებს მათიკაშვილი.