არდადეგებიდან სკოლამდე – მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის თიბისისთან ერთად
არდადეგების შემდგომ სკოლისთვის მომზადება თითქმის ყველასთვის, მოუსვენრობასთან, პოზიტიური სიახლეების მოლოდნსა და განსაკუთრებულ ემოციებთან არის დაკავშირებული. ასეა 1-ელი სექტემბრის თარიღიც – მრავალი წლის განმავლობაში, სწავლა ყველგან სწორედ ამ დღეს იწყებოდა. მაშინ იშვიათად თუ იტყოდნენ – „სკოლისთვის ვემზადები“, ძირითადად ყველა 1 სექტემბრისთვის ემზადებოდა.
სწავლა უმეტეს სკოლებში დიდი ხანია, 1 სექტემბერს აღარ იწყება, თუმცა ამ თარიღს წელსაც განსაკუთრებული მოლოდინებით უნდა დაელოდოთ, რადგან თიბისიმ ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტებისთვის, ტრადიციულად, განსაკუთრებული შეთავაზებები მოგიმზადათ.
1 სექტემბრიდან 5 სექტემბრის ჩათვლით, მოსწავლის ბარათით თიბისის პარტნიორ ობიექტებში გადახდისას, 40% ქეშბექი (მაქსიმუმ 150 ლარი) მომენტალურად დაგიბრუნდებათ.
თიბისიმ სტუდენტებზეც იზრუნა და უნივერსიტეტისთვის მომზადება მათაც გაუმარტივა. თუ ხარ 18-დან 23 წლამდე და გაქვს ახალი თიბისი ბარათი, ისარგებლე იდენტური შეთავაზებით და მოემზადე უნივერსიტეტისთვის თიბისისთან ერთად.
მოსწავლის ბარათის და ახალი თიბისი ბარათის მომხმარებლებს შეთავაზებები დაგხვდებათ იქ, სადაც ყველაზე მეტად ელოდით:
• ბიბლუსი
• სანტა ესპერანსა
• შაქრო ბაბუა
• Miniso
• Reckless (დაიბრუნებთ გადახდილი თანხის 50%-ს, მაქსიმუმ 150 ლარს)
• Antaris
• Orgservice
• IZIPIZI
• Flormar
ბოლომდე ისიამოვნეთ არდადეგებიდან სკოლამდე პერიოდით და დაიწყეთ, ახალი სასწავლო წელი თქვენთვის სასურველი ნივთებით.
შეთავაზების დეტალებისთვის გადადით ბმულზე.