ევროპარლამენტმა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის შეთანხმებული რეგულაცია დაამტკიცა

ევროპარლამენტმა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის შეთანხმებული რეგულაცია დაამტკიცა. საკანონმდებლო ინიციატივას ევროპარლამენტის 485 წევრმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი 132 დეპუტატი იყო, 29 კანონმდებელმა კი, თავი შეიკავა.
შეჩერების მექანიზმზე კომპრომისულ შეთანხმებას ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა 7 დეკემბერს მიაღწიეს.
განახლებული რეგულაციის მთავარი მიზანია უკვე არსებული შეჩერების მექანიზმის გაძლიერება.
ახალი რეგულაცია აძლევს საშუალებას ევროკომისიას, შეჩერების მექანიზმი საკუთარი ინიციატივით აამოქმედოს.
ამას გარდა, გაფართოვდა შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფუძველი. კერძოდ, უვიზო რეჟიმი შესაძლოა, შეჩერდეს, თუ უვიზო რეჟიმით მოსარგებლე მესამე ქვეყანა რეადმისიის ფარგლებში თანამშრომლობას შეამცირებს, ან წევრ სახელმწიფოების შიდა უსაფრთხოების რისკი გაიზრდება, ასევე თუ უვიზო რეჟიმით მოსარგებლე ქვეყნიდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი მკვეთრად გაიზრდება.
ამასთან, იმოქმედებს მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც გააკონტროლებს, რომ უვიზო რეჟიმით მოსარგებლე ქვეყანა კვლავ აკმაყოფილებს ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები